მედია ანონსი
24 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ლელა ყაჭეიშვილი
+995 99 710030
"დავასუფთაოთ საქართველო" - კამპანია გრძელდება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 24 ნოემბერი, 2010 წელი - 25-26 ნოემბერს "დავაუფთაოთ საქართველო" კამპანიის ფარგლებში ქალაქ რუსთავში ჩატარდება დასუფთავების (25 ნოემბერი) და გამწვანების (26 ნოემბერი) აქციები. დასუფთავდება და გამწვანდება ქ. რუსთავის საჯარო სკოლების (9 სკოლა) ტერიტორიები.
ქ. რუსთავში კამპანია ტარდება პროექტის "დავასუფთავოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში. რომელიც ხორციელდება არასამთავრობი ორგანიზაციების კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირის "ეკოხედვა" მიერ.
პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.